ბუშის ზავი
ბუშის ზავი, ასევე ნობილია, როგორც იარუგის ზავი — გაფორმდა 1617 წლის 23 სექტემბერს რეჩ-პოსპოლიტასა და ოსმალეთის იმპერიას შორის, თანამედროვე უკრაინის სოფელ ბუშაში. რეჩ-პოსპოლიტას მხრიდან ხელს აწერდა სტანისლავ ჟელკევსკი, ხოლო ოსმალეთის მხრიდან ისკანდერ-ფაშა.
პოლონეთისა და ოსმალეთის ჯარები ერთმანეთის საბრძოლველად გაემზადნენ, მაგრამ გადაწყვიტეს ბრძოლამდე მოლაპარაკება.
ხელშეკრულება დაიდო 1617 წელს, მის მიხედვით გადაწყდა, რომ პოლონეთი არ ჩაერეოდა ოსმალეთის ვასალების ტრანსილვანიის, მოლდოვისა და ვლახეთის საშინაო საქმეებში. თავის მხრივ ოსმალეთმა პირობა დადო, რომ შეწყვეტდა თათრების დარბევას. ოსმალეთის იმპერიას ეძლეოდა უფლება ჩარეულიყო ვასალების მეთაურების არჩევის საქმეში.
ხელშეკრულება დაარღვია ორივე მხარემ, რამაც გამოიწვია პოლონეთ-ოსმალეთის ომი (1620-1621 წწ.), რომელიც დარეგულირდა ხოტინის ხელშეკრულებით.